12 მიზეზი, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს ყვარლის ტბის განახლებულ კომპლექსში

ახალი წელი ახლოვდება და ადამიანები სულ უფრო აქტიურად ფიქრობენ თუ სად გაატარონ ეს მაგიური დღესასწაული.

ძველებურად სახლში ოჯახის წევრებთან, ღია ცის ქვეშ, მეგობართან თუ რაიმე სხვა, ამჯერად უფრო განსაკუთრებულ გარემოში – თუ სიახლე გწყურიათ, გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენ დაგეხმარებით.

ჩამოგითვლით 12 მიზეზს თუ რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ყვარლის ტბის განახლებულ კომპლექსში, სადაც ქალაქიდან მოშორებით, მშვიდ და ულამაზეს გარემოში 31 დეკემბერს უამრავი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.

1. შთამბეჭდავი ხედები ყვარლის ტბასა და ალაზნის ხეობაზე სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აგიმაღლებთ
2. ახალი, თანამედროვე შენობა, რომელიც ბუნებას ჰარმონიულად ერწყმის ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც საუკეთესო ახალ წელს გაატარებ 
3. განახლებულ რესტორანში, სადაც უგემრიელეს ქართულ/ევროპულ კერძებს ამზადებენ, ყველაფერი იქნება შენს საახალწლო ვახშამზე
4. ღვინის ფართო ჩამონათვალი და სომელიე, რომელიც არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებს 
5. სპა ცენტრი ყველაზე დაღლილი სტუმრებისთვის, რათა ახალი წლის დადგომას უფრო ენერგიულად და ხალისით შეხვდე
6. იქვეა ბავშვთა საახალწლო/გასართობი პროგრამებიც, ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა და ენერგიული წევრებისთვის
7. გემრიელი ჩურჩხელების ტრადიციულად ამოვლება, იმაში დასარწმუნებლად რომ ნამდვილად ახალი წელი მოდის 
8. ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებში, ყვარლის ტბის განახლებულ კომპლექსში ცხელ-ცხელი გლინტვეინით გაგათბობენ

9. ახალი წლის ჯადოსნური ღამე წარმოუდგენელია ცოცხალი მუსიკისა და ბენდის გარეშე. ყვარლის ტბაზე კი, რა თქმა უნდა, ამაზეც იზრუნებენ
10. ახალი წლის ღამეს, როდესაც საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, ყვარლის ტბის ულამაზესი ხედის ფონზე, ცაში ერთმანეთზე ლამაზი ფეიერვერკი გაეშვება და შთამბეჭდავ სანახაობას შექმნის

11. ყვარლის ტბის ახალი კომპლექსი თავიდან ბოლომდე იზრუნებს იმაზე, რომ წელიწადის ბოლო დღე დაუვიწყარი გახდეს. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი იქნება ბრანჩი ტერასაზე, ულამაზესი ხედით ალაზნის ველზე 

12. ახალი წლის დღეებაში, აქაურობა, რა თქმა უნდა, სავსე იქნება უამრავი სადღესასწაულო სიურპრიზით

31 დეკემბერს საახალწლო ვახშამი გაიმართება, სადაც ბენდი “New One” ცოცხალ მუსიკას დაუკრავს. ასევე იქნება გრანდიოზული ფეირვერკ შოუ ტბაზე.

პირველ იანვარს კი Dj set-ს მოუსმენთ და საახალწლო ბრანჩით დატკბებით ხედით ალაზნის ველზე. 2 იანვარს კი საახალწლო საუზმეზე დაგპატიჟებენ.