კიკბოქსინგში არაერთგზის ჩემპიონის, გიგა ჭიკაძის შვილმა, ნიტა ჭიკაძემ ლოს ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ბავშვი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ფესტივალის გვერდი ავრცელებს.
ნიტამ ჯილდო მოკლემეტრაჟიან ფილმში Voiceless-ში შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო.
ფილმი ეკრანებზე 2019 წლის აგვისტოში გამოვიდა და ნიტასთან ერთად მასში დეივიდ ალან გრაფი თამაშობს.
აღსანიშნავია, რომ ნიტა აქამდე ამაზონის შოუში “ჰანნა” ერთ-ერთ როლს ასრულებდა.