მალე შობა-ახალი წელი დადგება. მწვანე ნაძვის ხეს ავაციმციმებთ, ფერადი სათამაშოებით მოვრთავთ სახლს, საშობაო მუსიკას ჩავრთავთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად ჯადოსნურ დღეებს გავატარებთ.
საშობაო პერიოდი არ არსებობს ჩვენი საყვარელი ფილმების გარეშე.
გთავაზობთ 7 ყველასათვის საყვარელ ფილმს, რომელსაც უახლოეს დღეებში უნდა უყუროთ:
Love Actually (2003)
თუ გაინტერესებთ როგორია რეალური სიყვარული, მაშინ ამ ფილმს აუცილებლად უნდა უყუროთ. განსხვავებული ისტორიები, სასაცილო პერსონაჟები, ჯადოსნური მომენტები და საუკეთესო დიალოგები.
Home Alone (1990)
საახალწლო სამზადისის დროს ტელევიზორიდან ყოველთვის ისმის კევინის ხმა. ეს პატარა ბიჭი ხომ ახალი წლისა და შობის განუყოფელი ნაწილია.
კუჩხი ბედინერი
ახალი წლის მეკვლეობის ტრადიცია, როგორც მოგეხსენებათ, ოჯახის მთელი წლის წარმატებას განსაზღვრავს, ეს სახალისო ქართული ფილმი კი სწორედ მეკვლეობის ტრადიციაზე გიამბობთ.
როგორ მოიპარა გრინჩმა შობა
თავიდან ბოლომდე მწვანე ფერის დაბანჯგვლული არსება, რომელიც არავის უყვარს გადაწყვეტს, რომ ადამიანებს შობა მოპაროს.
მაპეტ შოუ: შობის წინა ღამე
ცნობილი ისტორია ძუნწი ებენიზერ სკრუჯის შესახებ, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვსმენია. ეს კარგად ნაცნობი ისტორია საშობაო პერიოდს განსაკუთრებით გაგილამაზებთ.
ნეილონის ნაძვის ხე
რეზო ესაძის ფილმი “ნეილონის ნაძვის ხე” ყოფით პრობლემებში ჩაძირული ადამიანების საახალწლო დღეების შესახებ გვიამბობს. როგორია ქართული ახალი წელი?
THE FAMILY STONE
თანაბრად სახალისო და სევდიანი ფილმი, რომელიც ერთი დიდი და მხიარული ოჯახის საშობაო სამზადისის შესახებ გვიამბობს.