Instagram-ის ახალი ფუნქციით ერთ სთორში რამდენიმე ფოტოს ატვირთვას შეძლებთ

Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა – Layout, რომელიც საშუალებას მოგცემთ  სთორის ერთ გვერდზე რამდენიმე ფოტო ატვირთოთ. მომხმარებელს შეეძლება, რომ სთორის ერთ ფანჯარაში მაქსიმუმ 6 ფოტო განათავსოს.

instagram-ის სურათის შედეგი

ამ დრომდე მსგავსი ფუნქციისთვის მომხმარებლები სხვადასხვა აპლიკაციებს იყენებდნენ, თუმცა დღეიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც Boomerang-მა (როგორც აპლიკაციამ) დაკარგა აქტუალობა, ისევე მოხდება ამ აპლიკაციების შემთხვევაშიც.