მსოფლიოს უდიდესმა სატელეკომუნიკაციო კომპანა AT&T-მ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი შეერთებული შტატების ათ ქალაქში ამოქმედდა: ბირმინგემში, ინდიანაპოლისში, მილუოკიში, პიტსბურგში, პროვიდენსში, როჩესტერში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, სან-დიეგოში და სან-ხოსეში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ათი ქალაქის გარდა 2020 წლის დასაწყისში 5G ულტრასწრაფი ინტერნეტ ქსელის დაფარვის ზონაში მოექცევა ისეთი ადგილები, როგორიცაა: ლას-ვეგასი, ლუისვილი, ბოსტონი, ბრიჯპორტი, ბუფალო და ნიუ-იორკი.
აშშ-ს სურს, რომ ახალი ტექნოლოგია ჩინეთზე სწრაფად დანერგოს, ამიტომ მთავრობა ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს 5G ქსელზე სწრაფად გადასვლის მიზნით სხვადასხვა შეღავათებს უწესებს.