Bold Woman Award by Veuve Clicquot-ს ჯილდოს ქართველი გამარჯვებული  ქეთი ქვარცხავა გახდა

გამორჩეულად წარმატებულ საქმიან ქალებს, რომლებიც არიან თავიანთი კომპანიის წამყვანი ძალა, იღებენ თამამ გადაწყვეტილებებს, აქვთ სამეწარმეო სულისკვეთება და მონაწილეობენ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში, ყველაზე პრესტიჟული ჯილდო Bold Woman Award by Veuve Clicquot ყოველწლიურად გადაეცემათ.

ფოტო: GD Alco

ამ დრომდე  1972 წელს დაწესებული „Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდოს“ მფლობელი  მსოფლიოს 27 ქვეყანაში 350 ლიდერი ქალი გახდა

Bold by Veuve Clicquot-ს ჯილდოს 2019 წლის ქართველი გამარჯვებული BLC Law Office-ის პარტნიორი ქეთი ქვარცხავაა.
ფოტო: GD Alco

„ეს ჯილდო, რა თქმა უნდა, მოტივაციასაც ზრდის, მეტი გააკეთო, მეტი ძალისხმევა მიმართო, მნიშვნელოვანი როლი შეასრულო როგორც ბიზნესში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ზოგადად. ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში გასაკეთებელი, გაჩერების და უმოქმედობის უფლება არავის აქვს და ყველა უნდა შეეცადოს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს, რა თქმა უნდა, საკუთარი მიზნების და პრიორიტეტების მიხედვით,” – განაცხადა ქეთი ქვარცხავამ დაჯილდოებაზე. 

გამარჯვებულს გადაეცა სამახსოვრო თასი ინდივიდუალური გრავირებით. ქვარცხავა  წლის განმავლობაში ბრენდის ელჩის როლს შეითავსებს. ის ასევე, ეწვევა Veuve Clicquot-ს შამპანურის სახლს და საქმიან ქალთა ჯილდოს მფლობელების ფორუმს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში. Veuve Clicquot-ს ვენახში კი, ვაზის ერთ ძირს მისი სახელი დაერქმევა. 

ფოტო: GD Alco

ახალგაზრდა მეწარმის ნომინაციაში Bold Future Award -ის ჯილდო გადაეცა „აჭარა გრუპში“ შემავალი კომპანია “უდაბნოს“ დირექტორს  ნინო კვერნაძეს.

Bold Woman Award-ი თამამი იდეების, დაუღალავი შრომის, ბრძოლისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის კვლავაც გამოავლენს ქალებს, რომელთა სახელი გამბედაობის სიმბოლოდ იქცევა. 

ფოტო: GD Alco

“Bold Woman Award-ის გამარჯვებულები საკუთარი ენერგიითა და გამოცდილებით ბიზნესის სამყაროში ნიჭიერი ქალების არსებობასა და გაძლიერებას უწყობენ ხელს, თავიანთი მაგალითით საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მატებენ ქალებს, რომლებიც რთულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ.” – აცხადებენ დაჯილდოების ორგანიზატორები.