ესთეტიკური რაკურსი ინსტაგრამზე – ინტერვიუ რეზი გვრიტიშვილთან

რეზი გვრიტიშვილი 22 წლის ფოტოგრაფი და გრაფიკული დიზაინერია საქართველოდან. რეზი 2014 წელს დაინტერესდა ფოტოგრაფიით, 2015 წელს სწავლა დაიწყო თავისუფლად უნივერსიტეტში, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლაში. წელს კი, სწავლა დაასრულა VA[A]DS-ში.

Image may contain: 1 person, shoes

ბოლო წლების განმავლობაში რეზის ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა: Vsco, FishEye Magazine, Noice Magazine, Broad Magazine, Minimalzine და სხვ.
რეზი, როდის დაინტერესდი ფოტოგრაფიით?

დაახლოებით 5 წლის წინ. ძალიან საინტერესო იყო სხვა ფოტოგრაფების ინტერვიუების კითხვა, უფრო და უფრო მინდებოდა მათსავით გადაღება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და ნამუშევრების პოზიციონირება და ამ პოზიციონირებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სოციალური მედია. პირადად მე ინსტაგრამი ბევრ რამეში დამეხმარა, როგორც იმ ადამიანებთან ურთიერთობაში ვისაც ჩემი ნამუშევრები მოსწონთ ისე ახალი ინტერესების პოვნაშიც. ძალიან ბევრი ფოტოგრაფი გავიცანი ინსტაგრამით, ძირითადად უცხოელები და უცხოეთში მოღვაწე ქართველები. უბრალო საუბარიც ძალიან საინტერესოა ხოლმე მათთან. 

რა გამოარჩევს შენს ნამუშევრებს?

ყვავილები, ბევრ ვარდებს ვიღებ.

რა როლი უჭირავს კომუნიკაციის დიზაინს შენს ნამუშევრებში?

დიზაინის ცოდნა ფოტოების post-processing-ის გარდა ბევრ რამეში დამეხმარა. ნებისმიერს შეუძლია კარგი ფოტოს გადაღება, როცა წესები იცის. ჩემი აზრით, კიდევ უფრო კარგი ფოტოები გამოგივა თუ ამ წესებს დიდ ყურადღებას არ მიაქცევ. დიზაინშიც ასეა. წესებს ბევრი “იკიდებს” და კარგ შედეგს დებენ.

ნებისმიერი სახის დიზაინი არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ინსპირაციის წყარო, ძალიან მიყვარს მოდის დიზაინი, დრის ვან ნოტენის საოცარი ფერები, რიკ ოუენსის ბნელი, მინიმალისტური და ცოტა არაადეკვატური ედითორიალები, ირის ვან ჰერპენის ექსცენტრიული ლუქები, რომლებსაც ალექსანდრ მაკქუინის დიდი გავლენით ქმნის. დიზაინმა მასწავლა სწორი ინსპირაციის მიღება, ჩემი ენერგიის სწორად მიმართვა და საკუთარი აზრებისთვის ხორცის შესხმა.

როგორც ვიცით, ბევრ გამოცემაში და ჟურნალში გამოქვეყნებულა შენი სურათები, უფრო დეტალურად რას გვეტყოდი ამის შესახებ?

თავიდან ძალიან ბევრ ჟურნალს ვწერდი რომ ჩემი ფოტოები გამოექვეყნებინათ და ბოლოს, 2015 წელს Cultartes-ში დამბეჭდეს, რუმინეთში საკმაოდ ცნობილი არტ ჟურნალია. ეს იყო ჩემი პირველი ინტერვიუ, ამის მერე თითქოს მოვდუნდი და გადაღებაც შევწყვიტე. თავისუფალ უნივერსიტეტში დავიწყე ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სწავლა. 

რამდენჯერმე მქონდა პერიოდი როცა გადაღება საერთოდ დავივიწყე რამდენიმე თვით და დიდი პაუზის შემდეგ სრულიად შევიცვალე გადაღების სტილი, მაგალითად 2016 წელს მინიმალისტურ ფოტოებს ვიღებდი და Minimalzine-ში მოხვდა ჩემი ფოტოები, მაგრამ ამის შემდეგ თითქმის ერთი წლის განმავლობაში სერიოზული ჩავარდნა მქონდა ისე, რომ კამერას თითქმის არ გავკარებივარ. ერთ-ერთ სემესტრში ფოტოხელოვნება დაგვემატა საგნად და ისევ დავიწყე გადაღება, ისე მოხდა რომ რამდენიმე ძალიან კარგი ფოტო გამომივიდა, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეულ ჟურნალში მოხვდა. ძირითადად ყველაფერი იმ ერთი ფოტოდან იწყება ხოლმე დიდხნიანი პაუზების შემდეგ რომ ვიღებ. ბოლო ასეთი ფოტო იყო ჰარლი დევიდსონის უკანა ხედვის სარკეში არეკლილი თეთრი ვარდი, რომელიც ძალიან ბევრჯერ სრულიად შემთხვევით შემხვდა ინტერნეტში და ავტორი, რა თქმა უნდა, მითითებული არ იყო.

რა არის ამ ეტაპზე შენი უმთავრესი მიზანი?

ძალიან ბევრი მიზანი მაქვს და ზოგჯერ ვიბნევი ხოლმე. ფრანგულს ვსწავლობ და ამ ენის საფუძვლიანად სწავლა ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ფრანგულის შემდეგ კიდევ ვაპირებ რამდენიმე ენას. გერმანული ძალიან მომწონს და სავარაუდოდ შემდეგი ის იქნება. ისე მოხდა, რომ ჩემი მორიგი ფოტოგრაფიული პაუზა უნივერსიტეტის დამთავრებას დაემთხვა და მოცემულ მომენტში ახალი ფოტოების გადაღებაა კიდევ ერთი მთავარი მიზანი, შედარებით მეტი თავისუფალი დრო მაქვს და რამდენიმე ძალიან საინტერესო ადამიანიც გავიცანი, ვისთან ერთადაც სიამოვნებით მექნებოდა კოლაბორაცია, ესეც ერთ-ერთი მიზანთაგანი. 

Image may contain: 1 person, standing and sky

გვიამბე სამომავლო გეგმების შესახებ

საკუთარ თავზე ძალიან ბევრ ექსპერიმენტებს ვატარებ, ვცდილობ ყველაფერში ვერკვეოდე, რაც ჩემს სფეროში ხდება. უცხოეთში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მაგრამ მიმართულება ჯერ არ გადამიწვეტია, არ მგონია ერთ პროფესიას გავყვე და სავარაუდოდ ახალ, ისეთი პროფესიას შევიძენ, რომელიც განვითარებაში კიდევ უფრო შემიწყობს ხელს.

რეზის ნამუშევრები ინსტაგრამზე 

View this post on Instagram

Liza

A post shared by @ rezigvritishvili on