ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე.
კვირის ფერი
წითელი სანტას ფერია. შეგიძლიათ თავად აირჩოთ, წითელის რომელ ვარიაციას ამჯობინებთ ამ კვირაში.
კვირის სიმღერა
მერაია ქერიმ Youtube-ზე თავისი ჰიტის All I Want for Christmas Is You ახალი ვიდეო გამოაქვეყნა.
კვირის ფილმი
რამდენიმე დღეში ახალი წელია, კევინის გარეშე კი საახალწლო სამზადისი წარმოუდგენელია!
“ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში დაბნეულ მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მშვენივრად ართმევს თავს მარტოობას, უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს.”
კვირის ნამუშევარი
Phoebe Wahl