ლეგენდარული Motorola RAZR-ის გამოშვების თარიღი გადაიდო

გამოცემა The Verge წერს, რომ ბრენდმა Motorola დასაკეცი სმარტფონის გამოშვება, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადადო. თვენახევრის წინ, Motorola-ს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, კომპანიას ლეგენდარული Motorola RAZR-ის რებრენდინგის სურვილი ჰქონდა. The Wall Street Journal-ის თქმით, ტელეფონი გაყიდვაში თებერვალში უნდა ჩაშვებულიყო.

motorola razr-ის სურათის შედეგი

Motorola RAZR-ის სულ პირველადი ვერსია ძალიან წარმატებული და პოპულარული იყო, სწორედ ამიტომ, კომპანიაში გაუჩნდათ სურვილი, ლეგენდარული მობილურის ახალი ვერსია გამოეშვათ.