თუ უკვე შუა ღამეა და თქვენ დაძინება გინდათ, მაგრამ თქვენთან მოსული სტუმრები ვერ ხვდებიან, რომ სახლში წასვლის დროა, რაიან რეინოლდსს რამდენიმე სახალისო რჩევა აქვს თქვენთვის.
საწყის ეტაპზე მთქნარებითა და პატარ-პატარა მინიშნებებით დაიწყეთ, ეს თუ არ იმუშავებს, შეგიძლიათ, მოქმედებაზეც გადახვიდეთ. მაგალითად წამოდგეთ და სახლში წასვლისთვის მოემზადოთ, შემდეგ კი თქვათ: “უი, მე ხომ აქ ვცხოვრობ, სად მივდივარ?!”