“ლუტეცია” მომხმარებლებს თავის მოვლის ქართულ ბრენდს, KASHKASH-ს შესთავაზებს

დღეიდან, “ლუტეცია” მომხმარებელს თავის მოვლის ორგანული საშუალებების ქართულ ბრენდს, KASHKASH-ს შესთავაზებს. 

“კაშკაში” ლაბორატორიული წესით წარმოებული, სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, უნიკალური ფორმულებით შექმნილ ნაწარმს სთავაზობს. 

“ლუტეცია” კი, პირველი პარფიუმერული ქსელია, რომელიც 100-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან ერთად, თავის პორტფოლიოში ადგილობრივი წარმოების ნაწარმს დაამატებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ დიდ რითეილერთან თანამშრომლობა, როგორიც “ლუტეციაა”. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავაჯეროთ მომხმარებელს, რომ “ქართული” შეიძლება, ავტომატურად ნიშნავდეს “ხარისხიანს”. ბრენდის შემოსვლის დღიდან, გამოწვევებით სავსე გზა გავიარეთ და ვფიქრობ, ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი პარფიუმერული ქსელისგან ჩვენ მიმართ ნდობის გამოცხადება დიდი მიღწევაა. დიდი მადლობა “ლუტეციას” გუნდს ადგილობრივი წარმოების და კონკრეტულად “კაშკაშის” მხარდაჭერისთვის,”– ამბობს ქეთო გიორგობიანი, KASHKASH-ის თანადამფუძნებელი. 

KASHKASH-ის პროდუქციის შეძენა მომხმარებელს 24 დეკემბრიდან “ლუტეციას” “გალერია თბილისის” ფილიალში, 26 დეკემბრიდან კი პეკინის ფილიალში შეეძლება.