80 წლის ასაკში ამერიკელმა ქალმა ბაკალავრის დიპლომი აიღო

დონზელა ვაშინგტონმა, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, 6 დეკემბერს ალაბამას უნივერსიტეტში სწავლა წარმატებით დაასრულა და 80 წლის ასაკში სოციალური მუშაკის ბაკალავრის დიპლომი აიღო.

დონზელა ვაშინგტონი ამ ასწლოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის ყველაზე ასაკოვანი კურსდამთავრებული გახდა.

მისი თქმით, სურს სხვა ადამიანებისთვის შთაგონების წყარო გახდეს. 

დონზელა ვაშინგტონმა დიპლომის აღება თავის გარდაცვლილ ქმარს მიუძღვნა.