ბოლო ათწლეულის 4 ყველაზე პოპულარულ აპლიკაციას Facebook ფლობს

App Annie-მა გასული ათი წლის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ გადმოწერილი აპლიკაციებისა და თამაშების სტატისტიკა გამოაქვეყნა. შეიძლება ითქვას, რომ Facebook ფაქტობრივად ბოლო ათწლეულის მფლობელია, რადგან კომპანია ათწლეულის ოთხ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციას ფლობს.

App Annie-ს სიაში ტოპ 4 აპლიკაციაში Facebook, Messenger, WhatsApp და Instagram შედის. მეხუთე ადგილი Snapchat-მა დაიკავა, მეშვიდე ადგილი კი TikTok-მა.