Facebook საკუთარ ოპერაციულ სისტემას ქმნის

The Information-ის ცნობით, Facebook თავისი ოპერაციული სისტემის შექმნაზე მუშაობს. საკუთარი სისტემა მას მას საშუალებას მისცემს, რომ Google-სა და ანდროიდზე დამოკიდებული აღარ იყოს.

The Verge-ის თანახმად, ახალი ოპერაციული სისტემის განვითარებას სათავეში მაიკროსოფტის ყოფილი დეველოპერი და Windows NT-ს თანაავტორი მარკ ლუკოვსკი ჩაუდგა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო დროინდელი სკანდალებისდა მიუხედავად, გიგანტ კომპანიას Facebook  თავისი ამბიციები კიდევ ახალ დონეზე აჰყავს.