ემი უაინჰაუსის პირადი ნივთები აუქციონზე გაიყიდება

გარდაცვლილი ბრიტანელი მუსიკოსის, ემი უაინჰაუსის პირადი ნივთები, მათ შორის სასცენო ტანისამოსი, ფეხსაცმელები, ჩანთები და სხვა აქსესუარები 2021 წლის ნოემბერში ჯულიენის აუქციონზე გაიყიდება.

შემოსული თანხა უაინჰაუსის სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, რომელიც ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ და ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდებს ეხმარება. 

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ემი უაინჰაუსის პირად ნივთებს გასაყიდად გაიტანენ. 

შეგახსენებთ, რომ მომღერალი 2011 წელს გარდაიცვალა.