თესეა — რაზე იქნება და ვინ ითამაშებს ჩცდ-ს შემქმნელების ახალ სერიალში

ფორმულა კრეატივი, რომელიც ცნობილია ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით ჩემი ცოლის დაქალები, სულ მალე ტელეკომპანია ფორმულასთვის ახალ დრამას გადაიღებს. 

ფორმულაზე ჩემი ცოლის დაქალებთან ერთად კიდევ ერთი ახალი სერიალი “თესეა” გავა, რომლის რეჟისორიც გიორგი ლიფონავა, სცენარის ავტორი კი ქეთი დევდარიანია. 

სერიალის სიუჟეტი ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებაზეა, რომელიც ბავშვობის ქალაქში, ბებიასთან მიდის და გადაწყვეტს, რომ ამ პატარა ქალაქის, თესეას თეატრში დადგას მიუზიკლი ”ვეფხისტყაოსანი”

სერიალში მთავარ როლს მომღერალი და მსახიობი ზურა ჯავახია შეასრულებს. თორმეტისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ერთ-ერთ პერსონაჟს სოფო გორელაშვილი განასახიერებს. გორელაშვილი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი გახდა სერიალ “მზარეულებში” შესრულებილი როლით, გარდა ამისა, ის ჩცდ-ში ეკა კოლიას როლს ასრულებდა.