Vulture-მ ჩემი ბედნიერი ოჯახი დეკადის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა

პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ Vulture იმ ფილმების სია გამოაქვეყნა, რომლებიც რედაქციის აზრით 2010-2019 წლებში საუკეთესო კინონამუშევრები იყო. 

ისეთი ფილმების გვერდით კი, როგორებიც არის – Melancholia, Moonlight, Parasite, Once Upon a Time in Hollywood, Dunkirk, The Favourite და სხვები, ქართული ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახიც მოხვდა. 

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის კინოსურათი ეკრანებზე გასულ წელს გამოვიდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, დისტრიბუციის უფლება კი ნეტფლიქსმა შეიძინა. 

კინოსურათში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.