ბარაკ ობამამ 2019 წელი შეაჯამა: ყოფილი პრეზიდენტის საყვარელი სერიალები და ფილმები

2019 წელს ყველა ჩვენებურად ვაჯამებთ: ზოგი სახალისო სტატუებს წერს, ზოგი წაკითხული წიგნების სიას აქვეყნებს, ზოგი კი, ყველაზე წარმატებულ ცხოვრებისეულ მომენტებს აღნიშნავს.

 

ამ ტენდენციას არც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩამორჩა და ტვიტერის საშუალებით აშშ-ს 44-ე პრეზიდენტმა რჩეული ფილმები და სერიალები დაასახელა.

 

ფავორიტ ფილმებს შორის მოხვდა ფილმი პარაზიტი, პატარა ქალები და მარტინ სკორსეზეს ირლანდიელი, აპოლო 11 და სხვ.

სერიალებს რაც შეეხება, მის რჩეულ სერიალებს შორის მოხვდა Fleabag, Unbelievable და Watchmen. სამივე სერიალი გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან და გახმაურებულ შოუებად თავისუფლად შეიძლება დავასახელოთ.