ევროვიზია 2020-ზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს

საქართველოს პირველი არხის მუსიკალური შოუს “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი გახდა.

მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით როტერდამში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარდგება.

მეგაშოუს გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზე იყო დამოკიდებული – პირველი არხის მაყურებლებმა ის სატელეფონო ზარებითა და ფეისბუქმესენჯერით გამოავლინეს.

“საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტები იყვნენ თორნიკე ყიფიანი, ბარბარა სამხარაძე, თამარ კაკალაშვილი და მარიამ გოგიბერიძე.