ავსტრალიაში ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს (ფოტოები)

ავსტრალიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც უკვე განადგურდა დაახლოებით 6 მილიონი ჰექტარი.

ხანძართან ბრძოლაში მეხანძრეების გარდა ჩართულია რამდენიმე ათასი მოხალისეც, ისევე როგორც სამხედროები. დასახმარებლად მეხანძრეები ავსტრალიაში კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გაგზავნა.

ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვლილება ბუნებრივ კატასტროფებს კიდევ უფრო გამანადგურებელს ხდის.