ნახეთ: A Quiet Place 2-ის ტრეილერი გამოვიდა

A Quiet Place-ის მეორე ნაწილის სრული ტრეილერი გამოვიდა.

2018 წლის ეს ფილმი, რომელიც პოსტაპოკალიპტურ სამყაროში ერთი ოჯახის გადარჩენისთვის ბრძოლაზე გვიყვება, როგორც ბიუჯეტის, ასევე მაყურებლისა და კრიტიკოსების შეფასებით, წარმატებული პროექტი გამოდგა და რეჟისორმა ჯონ კრასინკიმ სიქველის გადაღებაც მალევე გადაწყვიტა.

ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2020 წლის 20 მარტს შედგება.