ჰაიაო მიაძაკის უკანასკნელი ანიმე 2020 წელს გამოვა

2020 წელი ლეგენდარული იაპონური სტუდია, გიბლი გეგმავს ორი ახალი ანიმე გამოუშვას. 

ერთ-ერთი ფილმის რეჟისორი სტუდიის შემქმნელი და Spirited Away-ის თანაავტორი ჰაიაო მიაძაკია. ფილმის სახელწოდებაა Kimi-tachi wa Dō Ikiru ka  და ის სავარაუდოდ ზაფხულში, ტოკიოში გამართული 2020 წლის ოლიმპიადის წინ გამოვა. ცნობილია ისიც, რომ ეს მიაძაკის უკანასკნელი ანიმე იქნება. 

რაც შეეხება მეორე ფილმს, მასზე მიაძაკის შვილი მუშაობს, თუმცა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

სტუდიო გიბლიმ ისიც აღნიშნა, რომ გასართობი პარკის დიდი ნაწილის  მშენებლობა უკვე დაწყებულია. პარკის გახსნა 2022 წელს იგეგმება.