ლოს-ანჯელესში, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში ოქროს გლობუსის რიგით 77-ე ცერემონია გაიმართა და უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებულები გამოავლინა.
ტრადიციულად, ცერემონიას წინ უძღოდა წითელი ხალიჩა, რომელზეც ჰოლივუდის ვარსკვლავები ცნობილი დიზაინერების სამოსში იწონებდნენ თავს.

















