მზის ამოსვლის ეს ფოტო, ეშმაკის რქებს მოგაგონებთ

ფოტოგრაფი ელაიას ჩასიოტისი ახალი წლის გასატარებლად კატარს ეწვია. ამ დღეების განმავლობაში მას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ უჩვეულო სანახაობის მომსწრე გამხდარიყო. 

რა თქმა უნდა, ჩასიოტისმა ნანახი კადრზე აღბეჭდა — ზღვიდან ამომავალი მზის სხივები კი ნებისმიერ მნახველს ეშმაკის წითელ რქებს მოაგონებს.

“ასტრონომია ბავშვობიდან მიზიდავდა, ბოლო 15 წელია მოყვარული ასტრო-ფოტოგრაფი ვარ. ეს ფოტოები ალ-ვაკრაჰის სანაპირო ქალაქში, კატარში გადავიღე 2019 წლის, 26 დეკემბრის დილას, როდესაც რგოლური დაბნელება მიმდინარეობდა” — ამბობს ელაიას ჩასიოტისი.

დაუჯერებელია, მაგრამ, ფოტოები, რომლებიც მზის დაბნელებას ასახავს, რეალურია და ეშმაკის რქებთან განსაცვიფრებელი მსგავსების გამო, მათ გამოჩენას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.