Professor X-ის სავარძლის ინსპირაციით ელექტრო ტრანსპორტი შექმნეს

S-POD – ელექტრო ტრანსპორტის ახალი სახეობაა ფუტურისტული დიზაინით, რომლის სიჩქარის მაქსიმუმი საათში 40 კილომეტრია. ახალი ტიპის ელექტროტრანსპორტის მოდელის პროტოტიპს CES 2020-ზე წარადგენენ.

S-POD არის ეტლისებური, თვითბალანსირებადი ტრანსპორტი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, სუპერგმირ Professor X-ის სავარძლის ინსპირაციით შეიქმნა. ტრასნპორტში ინტეგრირებული სხვადასხვა ფუნქციით, S-Pod-ის მართვა მარტივია. ელექტროტრანსპორტი 150 კილოგრამს იწონის.