გლობალური ინტერნეტისთვის SpaceX-მა ორბიტაზე 60 თანამგზავრი გაუშვა

Space X-მა სატელიტური ინტერნეტის პროგრამის –  Starlink-ის მისიის ფარგლებში, 60 ახალ სატელიტს გაუშვა.

სატელიტები ორბიტაზე 7 იანვრის დილას, 06:20-ზე გაუშვა. ეს პროცესი Youtube-ის პლატფორმაზე პირდაპირ რეჟიმში გადაიცა და მას მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურე.

საბოლოო ჯამში, Space X-ს ორბიტაზე უკვე 180 ხომალდი ჰყავს. 

თანამგზავრების მიზანი მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფაა.

SpaceX-მა პროექტ Starlink-ის ფარგლებში გლობალური ინტერნეტისთვის თანამგზავრები გასული წლის ნოემბერშიც გაუშვა.

Starlink-ის პროექტი ილონ მასკმა პირველად 2015 წელს დააანონსა. მისი განმარტებით, სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი მთელს დედამიწას დაფარავდა, რაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემას აღმოფხვრიდა.

პროექტის ფარგლებში, Space X აპირებს , 2020 წლისათვის 12  ათასი სატელიტი გაუშვას. საბოლოო გეგმის მიხედვით კი, ამ სატელიტების რიცხვი 42 ათასამდე უნდა გაიზარდოს.