კრის ჰემსვორთმა და მისმა ოჯახმა ავსტრალიაში ტყის ხანძრებთან ბრძლისთვის მილიონი დოლარი გადარიცხა.
ვიდეომიმართმა მსახიობმა ინსტაგრამზე გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ თანხა მეხანძრეებსა და ცეცხლით დაზარალებულებს მოხმარდება და ყველას მწვანე კონტინენტის დახმარებისკენ მოუწოდა.
მანამდე მეხანძრეების დასახმარებლად თანხა პინკმა, ნიკოლ კიდმანმა, ჰიუ ჯეკმანმა, სელენა გომესმა, ელტონ ჯონიმ და სხვა ვარსკვლავებმა გადარიცხეს.
ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 6 მილიონი ჰექტარი ტყე ემსხვერპლა.