ამ ხელოვნური თირკმელის დახმარებით დიალიზი საჭიროებას აღარ წარმოადგენს

შეერთებულ შტატებში თირკმლის გადანერგვას 100 ათასზე მეტი ადამიანი ელოდება. ამ ჩამონათვალს კი ყოველ თოთხმეტი წუთში ახალი ადამიანი ემატება. თირკმლის საშუალო ლოდინის დრო სამიდან ხუთ წლამდეა, ხოლო ცამეტი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად, ტრანსპლანტაციის მიღების მოლოდინში.

Artificial kidney

ორგანოთა უკმარისობა შეერთებულ შტატებში ათასობით პაციენტს ტოვებს დიალიზზე, თუმცა სავარაუდოა, რომ მეცნიერებმა ეს პრობლემა გადაჭრეს მსოფლიოში პირველი ხელოვნური თირკმლის შექმნითა და განვითარებით. 

უილიამ ფისელმა Vanderbilt University-დან და შუვო როიმ University of California-დან შექმნეს საკმაოდ მაშტაბური პროექტი. 

kidney-ის სურათის შედეგი

პროექტის ფარგლებში მათ შექმნეს ხელოვნური თირკმელი, რომელიც იყენებს ცოცხალი თირკმლის უჯრედებს და სპეციალიზებულ მიკროჩიპებს. მიკროჩიპები ჯანსაღი თირკმლის მოქმედებების შესასრულებლად გულით იკვებებიან. 

ხელოვნურ თირკმელს შეუძლია საიმედოდ განასხვავოს ნარჩენების ქიმიკატები და საკვები ნივთიერებები, რომლებიც თქვენს სხეულს სჭირდება. 

ამ ხელოვნური თირკმელის დახმარებით დიალიზი საჭიროებას აღარ წარმოადგენს.