2020 წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის თავმჯდომარე ინგლისელი მსახიობი, ჯერემი აირონსი იქნება.
ოსკარის მფლობელი აირონსი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: Reversal of Fortune, Elizabeth I და სხვა.
“მოხარულები ვართ, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის ჯერემი აირონსი უხელმძღვანელებს. ბერლინალეს დიდი და მყარი ურთიერთობა აქვს მასთან”, – ამბობს კინოფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
ბერლინის 70-ე კინოფესტივალი 2020 წლის 20 თებერვალს დაიწყება და 1 მარტს დასრულდება.