TikTok ჩინური სოციალური ქსელია, რომელიც, ძირითადად, თინეიჯერებშია პოპულარული. Check Point Research-ის თანახმად, სოციალურ ქსელ TikTok-ს გააჩნია მნიშვნელოვანი ხარვეზები პირადი მონაცემების დაცვის თვალსაზრისით.
ისრაელური კვლევითი კომპანიის თქმით, TikTok-ის ხარვეზები ჰაკერებს სოციალური ქსელის პირად მონაცემებზე აძლევს წვდომას. კვლევის საფუძველზე ირკვევა, რომ თავდამსხმელებს შეუძლიათ, სხვისი ანგარიშით ატვირთონ ვიდოები, სხვა მომხმარებლებს ატვირთული ვიდეო წაუშალონ და სხვ.