ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აცხადებენ, რომ აპირებენ სამეფო ოჯახის საპატიო წევრობაზე უარი თქვან და იმუშავონ, იმისათვის, რომ ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ტექსტში ასევე წერია, რომ მათ სურთ სამეფო ოჯახის ინსტიტუციის შიგნით ახალი პროგრესული როლი შექმნან.
“ჩვენ გვინდა უარი ვთქვათ სამეფო ოჯახის საპატიო წევრობაზე და ვიმუშავოთ, რათა დამოუკიდებლები გავხდეთ, ამავდროულად კი გავაგრძელებთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის მხარდაჭერას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.