ქალები ავსტრალიელი მეხანძრეების დასახმარებლად #WomenPWR

ავსტრალიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. ხანძართან ბრძოლაში მეხანძრეების გარდა ჩართულია რამდენიმე ათასი მოხალისეც. ხანძრმა ამ დრომდე მილიონობით ცხოველის სიცოცხლე შეიწირა. 

ამ პირობებში, ავსტრალიის ისლამური ცენტრის წარმომადგენელმა ქალებმა გადაწყვიტეს, რომ სხვა მოხალისეებთან ერთად მეხანძრეებს დახმარებოდნენ. 

ამ ქალებმა შეაგროვეს სხვადასხვა ტიპის შემოწირულობები, ფულადი სახსრები, ხუთზე მეტი სატვირთო მანქანა გაავსეს, გაიარეს რამდენიმე საათის გზა და მეხანძრეების დასახმარებლად დანიშნულების ადგილას ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბუნების მსოფლიო ფონდის განცხადებით, ავსტრალიაში ხანძრების შედეგად სავარაუდოდ 1,25 მილიარდი ცხოველი დაიღუპება.ეკოლოგების შეფასებით, ტყეების ნაწილის აღდგენას ათწლეულები დასჭირდება. მათივე თქმით, ზოგიერთი ცხოველი ხანძრების გამო, გადაშენების პირას დადგა.

მეტი ამ თემაზე