VOGUE-ის ისტორიაში პირველად, იანვრის ყდაზე ილუსტრაციები იქნება

150 ადამიანის 20 ფრენა, მგზავრობა მატარებლით, 40 მანქანა გადაღებებისთვის, ტანსაცმლის 60 საერთაშორისო ჩაბარება და სხვა ფოტოსესიებისთვის საჭირო პროდუქტები – ისტორიაში პირველად, იტალიური ვოგის რედაქტორმა ფინანსები დაზოგა.  ყდაზე არტისტების ილუსტრაციები დაიბეჭდა. 

იტალიური ვოგის ლეგენდარული რედაქტორის ფრანკა სოცანის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. ახალი რედაქტორი ემანუელ ფარნეტი კი ვოგის ახალ საერთაშორისო პლატფორმა, Vogue Values-ს ფარგლებში საკამათო ნაბიჯს დგამს და იანვრის თვის ბიბლიას დამწყები ილუსტრატორების ნახატებით აქვეყნებს.