ამიერიდან ფეისბუკი Deepfake-ებს დაბლოკავს

ფეისბუკმა განაცხადა, რომ კომპანია პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ მოდიფიცირებულ და გაყალბებულ ვიდეოებს, ე.წ. Deepfake-ებს კრძალავს.

Deepfake-ები კომპიუტერის მიერ შექმნილი ვიდეოებია, რომლებიც რეალურთან მაქსიმალურადაა მიახლოებული და ადამიანების უმრავლესობას უჭირს დაადგინოს რეალურია თუ არა ის. 

ფეისბუკში ამბობენ, რომ ასეთი სახის ვიდეოები ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მათ აქვთ პოტენციალი, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა საკითხზე არასწორი წარმოდგენები შეუქმნან.

ახალი მიდგომა არ შეეხება პაროდიულ და ზოგადად იუმორისტულ ვიდეოებს.