ნახეთ: ქეით ბლანშეტის სერიალის ტრეილერი გამოვიდა

ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი ქეით ბლანშეტი FX-ის ახალ, 9-ეპიზოდიან მინი-სერიალში Mrs. America მთავარ როლს ასრულებს.

შოუს სიუჟეტი რეალურ ამბებს ეფუძნება და ის კონსერვატორი აქტივისტის, ფილის შლეფლის შესახებ მოგვითხრობს.

ქეითთან ერთად სერიალში ვიხილავთ სარა პოლსონს, ელიზაბეტ ბეკნსსა და სხვა ვარსკვლავებს. 

შოუს პრემიერა აპრილში შედგება.