ჩინეთში Huawei 100 მილიონ 5G სმარტფონს გაყიდის

ჩინური გიგანტი ჰუავეი 2020 წელს, მხოლოდ ჩინეთში, 100 მილიონი 5G სმარტფონის გაყიდვას გეგმავს.  Taiyo Yuden Co-ს აღმასრულებელი დირექტორი შიოიჩი ტოსაკა აცხადებს, რომ 5G სადგურების დიდი შეკვეთა უკვე მიღებული აქვთ. ტოსაკა ვარაუდობს, რომ მთავარი დამკვეთები Huawei და ZTE იქნებიან.



ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩინეთში უკვე დამონტაჟებულია 5G-ს 85 ათასი სადგური. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მეხუთე თაობაზე გადაყვანა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.