იაპონიაში “მომავლის ქალაქს” აშენებენ

Toyota ფუჯის მთასთან მომავლის ქალაქის აშენებას გეგმავს. ეს იქნება ადგილი, სადაც ხელოვნურ ინტელექტსა და ახალ ტექნოლოგიებს გამოცდიან. 

ე.წ. მომავლის ქალაქი ტოკიოდან 90 კილომეტრის მოშორებით 71 ჰექტარზე გაშენდება. ქალაქის მთელ ინფრაქტრუქტურას ერთიანი ეკოსისტემით დააკავშირებენ.

ქალაქში მხოლოდ მეცნიერები იცხოვრებენ და იმუშავებენ. ამასთან, კომპანია აპირებს, იქ თავისი თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და ასევე ხანდაზმული წყვილები დაასახლოს.

ქალაქის მშენებლობა 2021 წელს დაიწყება.