ირანის ერთადერთმა ოლიმპიელმა მედალოსანმა ქალმა ქვეყანა დატოვა

ირანის ერთადერთმა ოლიმპიელმა მედალოსანმა ქალმა, კიმია ალიზადეჰმა ქვეყანა დატოვა.

ალიზადეჰმას თქმით, აღარ სურს, რომ ხელისუფლებამ პროპაგანდისტულ იარაღად გამოიყენოს. მან საკუთარი ინსტაგრამზე დაწერა, რომ ევროპაში გადავიდა.

“არავის მივუწვევივარ ევროპაში და არც მაცდური შემოთავაზება მიმიღია. მაგრამ მე ვიღებ სამშობლოდან შორს ყოფნის ტკივილს და სირთულეებს, იმიტომ, რომ არ მინდა პირფერობის, სიცრუისა და უსამართლობის ნაწილი ვიყო”, — წერს ოლიმპიური ჩემპიონი.

კიმია ალიზადეჰი ტაეკვონდოში ჩემპიონია, მან 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი, 57 კგ. წონით კატეგორიაში მოიგო.