ნახეთ: მარგალიტასა და ერთაოზის შეხვედრა 47 წლის შემდეგ (ვიდეო)

დღეს კინოთეატრ რუსთაველთან ლეგენდარულ ქართველ მსახიობს, არიადნა შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან. 

საზეიმო ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე კი საკულტო ქართული ფილმის “შერეკილების” მსახიობები, მარგალიტას როლის შემსრულებელი არიადნა შენგელაია და მისი პარტნიორი, ერთაოზის როლის შემსრულებელი დათო ჟღენტი ერთმანეთს შეხვდნენ. 

“მარგალიტას” და “ერთაოზის” შეხვედრა …. ❤️ დღეს ქალბატონი არიადნა შენგელაიას ვარსკვლავის გახსნაა ??❤️

Posted by Bakhva Bregvadze on Monday, January 13, 2020

არიადნა შენგელაია წლებია თბილისში ცხოვრობს, თუმცა უარს ამბობს საჯარო ცხოვრებაზე და 2007 წლიდან მოყოლებული მაყურელის წინაშე არ გამოჩენილა. 13-წლიანი პაუზის შემდეგ კი მსახიობი მისი ვარსკვლავის გახსნას დაესწრება.

აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ნახოს ფილმების ნაწყვეტები და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეო, რომელიც არიადნა შენგელაიას შემოქმედებას ეძღვნება.