საქართველომ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად მოიპოვა მედალი

ლოზანაში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, წყვილთა შორის გათამაშდა მედლები და საპრიზო სამეულში მოხვედრა ქართულმა დუეტმაც შეძლო. ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ მსოფლიოს რვა საუკეთესო წყვილს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ქართულმა წყვილმა ჯერ მოკლე პროგრამაში აჩვენა მესამე შედეგი 59,14 ქულით, შემდეგ კი, თავისუფალ პროგრამაშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო 98,15 ქულით და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

საქართველოს აქამდე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არასოდეს მოუპოვებია.