ბრედ პიტი ბრიონის სახე გახდა

იტალიურმა ბრენდმა, ბრიონიმ, რომელსაც ფრანგული კონგლომერატი, ქერინგი ფლობს, ბრედ პიტი ახალ სახედ დაასახელა.

კამპანიიდან გავრცელებულ პირველ ფოტოში ბრენდს ის ლუქი ამშვენებს, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ეცვა.

ბრედის სახედ აყვანა ბრიონის 75 წლის იუბილეს ემთხვევა.

ბრიონი 1945 წელს რომში შეიქმნა და მას შემდეგ მამაკაცის კლასიკური სამოსის ერთ-ერთი მოწინავე მოდის სახლია მსოფლიოში.