ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკა გაიხსნება

ხვალ, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნება.

დარბაზში განთავსდება ყველაფერი კინოს შესახებ. იქ იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა, აფიშები, ბუკლეტები, ფლაერები და სხვა.

დასაწყისისთვის, ბიბლიოთეკაში მისულ მკითხველს არც ისე ბევრი, მაგრამ მრავალფეროვანი ინგლისურენოვანი გამოცემები და მყუდრო სამუშაო სივრცე დახვდება. მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება გამოცემების ნუსხა.

“თუ სურვილი გექნებათ, ის რაც გემეტებათ – კინოპოსტერი, ბუკლეტი, ფლაერი და ა.შ. მოგვაწოდეთ და დაურთეთ თქვენი სახელი”, — აცხადებენ ბიბლიოთეკაში.

მკითხველების მიერ მოწოდებული მასალები ბიბლიოთეკის დარბაზში განთავსდება.