იაპონური სწრაფი კვების ობიექტებში შქმერული გაიყიდება

დღეიდან იაპონიაში ქართული კერძის, შქმერულის შეძენასა და დაგემოვნებას შეძლებთ. მსურველები სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ფილიალებს უნდა ეწვიონ.

ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მაცუიას ყველა ფილიალში გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც დატანილია საქართველოს რუკა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია.

【ქართ/日本語】დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში გაიყიდება ქართული კერძი, შქმერული….

Posted by Embassy of Georgia to Japan on Tuesday, January 14, 2020