ილონ მასკმა TESLA-ს ავტომობილების შესახებ, სიახლე დააანონსა.
მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ TESLA-ს მანქანები მალე ქვეითებთან “საუბარს შეძლებენ”. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენს დეტალები არ გაუსაჯაროვებია, ცნობილია, რომ ავტომობილები ამ შესაძლებლობებს დამატებითი სპიკერების მეშვეობთ შეიძენენ.
Teslas will soon talk to people if you want. This is real. pic.twitter.com/8AJdERX5qa
— Buff Mage (@elonmusk) January 12, 2020
ელექტრო ავტომობილების მწარმოებლებს სპიკერების დამატებას სპეციალური რეგულაცია ავალდებულებს.
შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ახალი წესის მიხედვით, ელექტრომობილები მოძრაობისას, ხელოვნურ ხმებს უნდა გამოსცემდნენ, რათა, საგზაო შემთხვევების რისკი შემცირდეს.