The New Facebook – სოციალური ქსელის უახლესი, მინიმალისტური დიზაინი

მარტივი და სწრაფი ინტერფეისი Facebook-ის დესკტოპ ვერსიისთვის საცდელ რეჟიმშია. Cnet-ის ცნობით, სოციალური ქსელის ახალი ინტერფეისის გამოცდის საშუალება, ჯერჯერობით, მხოლოდ მომხმარებელთა ძალიან მცირე რაოდენობას აქვს.

ახალ ინტერფეისს მარტივი, სწრაფი და მინიმალისტური დიზაინი აქვს. ფეისბუკის ამ განახლებას The New Facebook-ს უწოდებენ.

როგორც ცნობილი ხდება, გლობალურად ეს განახლება ყველა ფეისბუქ მომხმარებლისთვის 2020 წლის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი.