22-26 იანვარს ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი “ბოზარი” ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
ღონისძიება იმართება ფესტივალის “ხიდები. დასავლური კინოს დღეების აღმოსავლეთით” ფარგლებში.
ქართული ფილმები ბრიუსელში შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:
- 23 იანვარი – დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედი”
- 23 იანვარი – ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა
- 25 იანვარი – ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი”
- 25 იანვარი – უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები”
- 26 იანვარი – დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”
საქართველოს გარდა ფესტივალის მონაწილეები არიან კინემატგრაფისტები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვისა და ბელარუსის რესპუბლიკებიდან.