თბილისი, პარიზთან და რომთან ერთად ევროპის საუკეთესო მიმართულების ტიტულისთვის იბრძვის

თბილისი მონაწილეობას იღებს კონკურსში ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020.

პირველობისთვის თბილისმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ისეთ ქალაქებს როგორიცაა: პარიზი, რომი, პრაღა, რეიკიავიკი, ვენა, მადრიდი და სხვები.

სამოგზაუროდ საუკეთესო ევროპული ქალაქის გამოსავლენად ხმის მიცემა უკვე დაიწყო. მსურველები უნდა გადავიდნენ საიტზე European Best Destination და ქალაქი შეარჩიონ. 

კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც #votefortbilisi.

ვებ-გვერდზე თბილისის დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ ეს არის ქალაქი, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ძველი და ახალი ქალაქის არქიტექტურა და რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო სხვადასხვა ეთნოსის, რელიგიებისა და კულტურის ხალხების სახლი. 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, კონკურსისთვის სპეციალურად შეირჩა 8 ფოტოგრაფის გადაღებული ფოტოები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებიდან. 

ნახეთ თბილისის ფოტოები, რომლებიც ვებ-გვერდზე არის განთავსებული.