მაკიაჟის ყველაზე წარმატებულმა არტისტმა გაამხილა, რომ ტრანსგენდერია

მაკიაჟის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა არტისტმა, ნიკი დე ჯაგერმა  გაამხილა, რომ ტრანსგენდერია.

მან ამის შესახებ იუთუბ ვიდეოში ისაუბრა:

17 წუთიან ვიდეოში მაკიაჟის არტისტი ამბობს, რომ მას სიმართლის გამხელით დაემუქრნენ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ფანებისთვის სიმართლე ეთქვა. მისი თქმით, 2020 წელს არავინ უნდა ცხოვრობდეს შიშში. 

ნიკი სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვლოგერია. მას ინსტაგრამსა და იუთუბზე 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

2019 წელს ნიკის იუთუბზე 12 მილიონი გამომწერი ჰყავდა და მსოფლიოში 10 ყველაზე პოპულარულ მეიქ აფ არტისტში იყო ნახვების მიხედვით. ის წლებია მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ადამიანებთან მუშაობს. ნიკიმ იუთუბზე ვიდეოების ატვირთვა 10 წლის წინ დაიწყო.