Microsoft-მა Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყვიტა. როგორც ოფიციალურ განცხადებაში წერია, 2020 წლის 14 იანვარს, კომპანიამ ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყვიტა.
Windows 7-ის მომხმარებლები ტექნიკურ მხარდაჭერასა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას ვეღარ მიიღებენ, ასევე ვერ მიიღებენ უსაფრთხოების სისტემების განახლებებს.
Microsoft მომხმარებელს Windows 10-ზე გადასვლას ურჩევს.