ქართველი მოციგურავეები ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ ასპარეზობაში ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავამ ისტორიულ ბრინჯაოს მედალს ოქროს მედალიც მიამატა.

კენჭისყრის შედეგად, შერეული პრინციპის დაცვით დაკომპლექტდა რვა გუნდი. 

დაახლოებით ექვსსაათიანი დაძაბული შეჯიბრების შემდეგ, საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავასთან ერთად გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი იაპონიიდან.